ლუჩანო მოჯი, გაბრიელე გრავინა
Aa
Aa

ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგეს - მოჯი აძურას ფიასკოზე

იტალიის ნაკრების ისტორიიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, ამ გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალი დამაკმაყოფილებელ შედეგად ვერასოდეს ჩაითვლება და ბუნებრივია, შვეიცარიასთან მარცხის შემდეგ „სკუადრა აძურას“ მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი და მისი ფეხბურთელები კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, თუმცა „იუვენტუსის“ ყოფილი გენერალური მენეჯერი ლუჩიანო მოჯი თვლის, რომ პრობლემა სულ სხვა რამეში მდგომარეობს.

რა თქვა მოჯიმ

სპალეტის ბევრი ადანაშაულებს და რა თქმა უნდა მან შეცდომები დაუშვა. მაგალითად ის, რომ გრანიტ ჯაკას, რომელიც არაჩვეულებრივ ფორმაშია, ბევრი სივრცე მისცეს და ის რასაც უნდოდა იმას აკეთებდა.

თუმცა, ამ წარუმატებლობაში მთავარი დამნაშავე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინაა. ის საერთოდ არ იცავს იტალიელი ახალგაზრდების მომავალს და სერია ა-ში საკმარისზე მეტი უცხოელი მოთამაშეა, რის გამოც ადგილობრივ კადრებს თავის გამოჩენის საშუალება იშვიათად ეძლევათ. არ იქნება ცუდი თუ გრავინა ჯანკარლო აბეტეს მიბაძავს, რომელიც 2014 წლის მუნდიალზე იტალიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.

იტალიელები მიმდინარე ევროპის პირველობაზე მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩამოვიდნენ, თუმცა ძალიან დაბალი ხარისხის ფეხბურთი ითამაშეს და გულშემატკივრებს იმედები გაუცრუეს. სპალეტის მომზადებული გუნდი ჯგუფიდან 4 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, პლეი ოფის პირველივე ეტაპზე კი შვეიცარიასთან (0:2) დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნდობა გამოუცხადეს - სპალეტი იტალიის ნაკრებში 2026 წლამდე დარჩება
ნდობა გამოუცხადეს - სპალეტი იტალიის ნაკრებში 2026 წლამდე დარჩება