გიორგი მამარდაშვილი, საქართველოს ნაკრები
Aa
Aa

მათ ევროპის საუკეთესო მეკარე ჰყავთ - უკრაინელები საქართველოს ნაკრებზე

კახა კალაძის, გიორგი დემეტრაძისა და სხვადასხვა დროს უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე სხვა ქართველი ფეხბურთელების ფაქტორებიდან გამომდინარე, იქაური სპორტული გამოცემები ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან და აშუქებენ. შესაბამისად, მოულოდნელი არ იყო, „დინამო კიევის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვრცელი წერილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლასთან დაკავშირებით, სადაც ქართველების მიმართ უამრავი კომპლიმენტია გამოთქმული.

რას წერენ ქართულ ფეხბურთზე

საქართველოს ნაკრები გერმანიაში აუტსაიდერის რანგში ჩავიდა და ტურნირის აღმოჩენად გადაიქცა. მთელმა მსოფლიომ იცის ქართველი ფეხბურთელების სუსტი და ძლიერი მხარეები. სათამაშო დისციპლინა და ათლეტიზმი მათი პლუსი არასოდეს ყოფილა. ყველას კარგად გვახსოვს ლეგენდარული თბილისის „დინამო“, სადაც 80-იან წლებში დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე, ოთარ გაბელია და ალექსანდრე ჩივაძე თამაშობდნენ.

ესპანეთი - საქართველოს შეხვედრას თვალყურს ჩვენი თანამემამულეები აუცილებლად მიადევნებდნენ, რადგან ერთა ლიგის გათამაშებაში ქართველები ჩვენი მეტოქეები იქნებიან. მიუხედავად იმისა, რომ ვილი სანიოლი 5-მცველიანი ტაქტიკით თამაშობდა, ესპანელებმა მისი გუნდი უბურთოდ ბევრი არბენინა და მათ დაცვაში საკმარისზე მეტი ნაპრალი აღმოჩნდა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მასზე დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება - გიორგი მამარდაშვილის სახით ქართველებს ამ მომენტისთვის ევროპის საუკეთესო მეკარე ჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც სტარტს სექტემბერში აიღებს, უკრაინელების გარდა, ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთისა და ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დუბლიორობას არ ვაპირებ“ - მამარდაშვილი ბაიერნზე ჯერჯერობით უარს ამბობს
„დუბლიორობას არ ვაპირებ“ - მამარდაშვილი ბაიერნზე ჯერჯერობით უარს ამბობს