გარეთ საუთგეიტი
Aa
Aa

უსახური თამაშის ფონზე - საუთგეიტმა რეკორდი დაამყარა

ინგლისის ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე დიდ სირცხვილს გადაურჩა. სამი ლომო მერვედფინალში სლოვაკეთთან 96-ე წუთამდე 0:1-ს აგებდა და ჯუდ ბელინგემმა წონასწორობა აღადგინა. დამატებით დროში კი ჰარი კეინმა გაიტანა.

კრიტიკას ვერ უძლებს გარეთ საუთგეიტი, რომელსაც ინგლისის გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკრიტიკებენ.

მიუხედავად უსახური თამაშის ფონზე, საუთგეიტმა რეკორდი დაამყარა. სლოვაკეთის დამარცხებით მას პლეი-ოფში იმაზე მეტი გამარჯვება დაუგროვდა, ვიდრე ყველა ინგლისის ნაკრების მწვრთნელს ერთად ჯამში 1966 წლის შემდეგ.

ცნობისთვის, საუთგეიტი ინგლისის ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 53 წლის სპეციალისტი სამ ლომს 99-ჯერ გაუძღვა. 60 მატჩი მოიგო, 16 წააგო და 23 ფრედ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ევრო 2024-ის მეოთხედფინალში შვეიცარიას დაუპირისპირდება, რომელმაც ასპარეზობას იტალია გამოთიშა. აღნიშნული მატჩი 6 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

ინგლისი - სლოვაკეთი 2:1

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე პირადად ესაუბრა - სპინაცოლა ნაპოლიში თამაშზე თანახმაა
კონტე პირადად ესაუბრა - სპინაცოლა ნაპოლიში თამაშზე თანახმაა