ვილი სანიოლი, ბასტიან შვაინშტაიგერი, საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

შვაინშტაიგერი: “უდიდესი პატივისცემა ქართველებს“

ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 1:4 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გერმანელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა კომენტარი გააკეთა.

შვაინშტაიგერი:

„საბოლოოდ ესპანეთმა დამსახურებულად გაიმარჯვა და ახლა ისინი გერმანიის ნაკრებს შეხვდებიან. ერთმანეთს ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი უპირისპირდება. უდიდესი პატივისცემა ქართველებს და მათ მწვრთნელს ვილი სანიოლს ძლიერი ტურნირისთვის.“

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა. ჯვაროსნებმა 1 ქულა ჩეხეთთან აიღეს, ხოლო 3 ქულა პორტუგალიასთან. თურქეთთან კი პირველ ტურში დამარცხდნენ.

ასევე შეგახსენებთ, ესპანეთის ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალში გერმანიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 5 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აიაქსმა ოფიციალურად დაადასტურა | მეცმა მიქაუტაძის კონტრაქტი გამოისყიდა
აიაქსმა ოფიციალურად დაადასტურა | მეცმა მიქაუტაძის კონტრაქტი გამოისყიდა