ნაპოლი, პარი სენ ჟერმენი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ნაპოლიმ მწვანე შუქი აუნთო - ოსიმენს წასვლა შეუძლია

დიდი ხანია ცნობილია, რომ ვიქტორ ოსიმენს ნაპოლის დატოვება სურს და მას ამაში ხელს არავინ უშლის.

საქმე ახლა მხოლოდ იმას ეხება, თუ ვინ გადაიხდის მის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს. აურელიო დე ლაურენტისი ნაკლებ თანხაზე თანახმა არ არის.

ისიც ცნობილია, რომ თავად ნიგერიელ ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში სურს თამაში და მისი ოცნების კლუბი ლონდონის ჩელსია, თუმცა არისტოკრატებს ვიქტორის ყიდვა არ სურთ.

CalcioNapoli24-ის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, ოსიმენს პრემიერ ლიგიდან შეთავაზება არ აქვს და მისი გადაბირება მხოლოდ ორ კლუბს სურს.

საუბარი პარი სენ ჟერმენზე და ალ ჰილალზეა, თუმცა არაბულ კლუბს ნიგერიელმა უარი უთხრა, ხოლო პსჟს ვარიანტს ჯერ კიდევ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენს ოსიმენის გარდა ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებაც სურს. ნაპოლი ქართველი შემტევის გაშვების წინააღმდეგია, თუმცა თავად ხვიჩა გუნდის დატოვებას არ გამორიცხავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში? | ქოჩორაშვილით ორი კლუბი ინტერესდება
კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში? | ქოჩორაშვილით ორი კლუბი ინტერესდება