რომა, ნაპოლი, ანტონიო კონტე, სპინაცოლა
Aa
Aa

კონტე პირადად ესაუბრა - სპინაცოლა ნაპოლიში თამაშზე თანახმაა

ანტონიო კონტე ნაპოლის გაძლიერებას აქტიურად ცდილობს. მას შემდეგ, რაც მარიო რუიმ პარტენოპეი დატოვა მარცხენა მცველის პოზიცია ვაკანტური გახდება.

CalcioNapoli24-ის ინფორმაციით, ახალ მთავარ მწვრთნელს ლეონარდო სპინაცოლას ხილვა სურს, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია.

კონტე რომას ყოფილ ფეხბურთელს უკვე ესაუბრა და მისგან თანხმობა მიიღო. ახლა გასარკვევი მხოლოდ კონტრაქტის დეტალებია.

ანტონიო კონტე პარალელურად დი ლორენცოს დატოვებას ცდილობს. მისი გეგმა დაცვის ფლანგებზე სპინაცოლას და დი ლორენცოს თამაშია, რადგან ორივე ფეხბურთელი ნაყოფიერია, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

შეგახსენებთ, რომ კონტეს სპინაცოლას გადაბირება ჯერ კიდევ ინტერში მუშაობის დროს სურდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

მსგავსი სიახლეები