გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში? | ქოჩორაშვილით ორი კლუბი ინტერესდება

გიორგი ქოჩორაშვილმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და საქართველოს ნაკრების რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კარგი თამაშის წყალობით, მისით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ და როგორც დაიწერა, „ქოჩო“ სერია A-ს წარმომადგენლების რადარებზე იმყოფება.

La Stampa-ს ინფორმაციით, ქოჩორაშვილის გადაბირება „ლაციოს“ სურს. „ბიანკოსელესტის“ ქართველ ფეხბურთელთან პირველადი კონტაქტი უკვე ჰქონდა, მაგრამ „ლევანტესთან“ მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია.

იტალიური გამოცემის მიხედვით, „ლაციოს“ გარდა, ქოჩორაშვილით საბა საზონოვის „ტორინოა“ დაინტერესებული. La Stampa-ს თუ დავუჯერებთ, მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება და გავიგებთ, ინტერესს კონკრეტული ნაბიჯები თუ მოჰყვება.

ცნობისთვის, ქოჩორაშვილს „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ღირებულება 1 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯორჯია შტატი ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, ქვეყანაც თუ არის“ | ომალიმ მერაბს დასცინა
„ჯორჯია შტატი ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, ქვეყანაც თუ არის“ | ომალიმ მერაბს დასცინა