გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

აიაქსმა ოფიციალურად დაადასტურა | მეცმა მიქაუტაძის კონტრაქტი გამოისყიდა

„აიაქსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „მეცმა“ გიორგი მიქაუტაძის კონტრაქტი გამოისყიდა. ამსტერდამელებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართველი თავდამსხმელის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო მიიღეს.

„აიაქსმა და მეცმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. თავდამსხმელმა ბოლო 6 თვე ფრანგულ კლუბში იჯარის წესით გაატარა და ხელშეკრულებაში მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლების პუნქტი იყო ჩადებული.

მეცმა ეს პუნქტი აამოქმედა და 23 წლის ფეხბურთელი გამოისყიდა. აიაქსი და ფრანგული კლუბი 13 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ და მიქაუტაძეს ჩვენთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ საფრანგეთის ლიგა 1-ის 2023/24 წლების სეზონის დასკვნითი ნაწილი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. „მეცის“ მაისურით მან საერთო ჯამში 22 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი და 4 ასისტი გაიფორმა. გიორგის რამდენიმე ფრანგულ კლუბს უკავშირებენ და ყველაზე ხშირად „მონაკოზე“ იწერება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოცნება ავიხდინეთ, რთულ მეტოქესთანაც ბოლომდე ვიბრძოლეთ“ | ხვიჩას მატჩისშემდგომი კომენტარი
„ოცნება ავიხდინეთ, რთულ მეტოქესთანაც ბოლომდე ვიბრძოლეთ“ | ხვიჩას მატჩისშემდგომი კომენტარი