გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„უთვალავი მადლობაც არაა საკმარისი, ძალიან ამაყნი ვართ“ | მიქაუტაძის პოსტი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ევროპის ჩემპიონატზე ილაპარაკა. მიქაუტაძემ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამაყობს იმით, რასაც მან და მისმა თანაგუნდელებმა მიაღწიეს.

„რა თქმა უნდა, დამწუხრებული ვართ იმით, რომ ევრო 2024-ს დავემშვიდობეთ, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ამაყნი და მადლიერნი ვართ. ამაყნი ვართ, რადგან სადებიუტო სანაკრებო ტურნირზე, საქართველოს მაისური, მთელი ევროპის თვალწინ, ღირსეულად წარმოვაჩინეთ. ამაყნი ვართ, რადგან საქართველოსა და მის საზღვრებს მიღმა უდიდესი ენთუზიაზმი გამოვიწვიეთ. ამაყნი ვართ, ამ საოცრად ერთიანი გუნდისა და უძვირფასესი პერსონალის გამო, რომელიც ნაკრებში მუშაობს.

უთვალავი მადლობაც კი არ იქნება საკმარისი, რათა ჩვენი მადლიერება გადმოგცეთ. თქვენ, ქომაგები ჩვენი მთავარი ძალა იყავით. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა პატივია თქვენთვის სიხარულის მოტანა და თქვენს თვალებში ემოციების დანახვა. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა! ყველაფერზე მეტად გვიყვარხართ! უფრო ძლიერები დავბრუნდებით, ჩვენ საქართველო ვართ! ძალა ერთობაშია“.

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთთან 1:4 დავმარცხდით, გიორგი მიქაუტაძემ კი ტურნირი სამი გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქომაგებს სიამაყის საფუძველი მისცეს“ | კრის სატონის კომენტარი საქართველოს ნაკრებზე
„ქომაგებს სიამაყის საფუძველი მისცეს“ | კრის სატონის კომენტარი საქართველოს ნაკრებზე