ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ოცნება ავიხდინეთ, რთულ მეტოქესთანაც ბოლომდე ვიბრძოლეთ“ | ხვიჩას მატჩისშემდგომი კომენტარი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა. „ჯვაროსნები“ ესპანეთთან 1:4 დამარცხდნენ და მატჩის შემდეგ, ჩვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ტურნირი შეაჯამა.

„ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას დადებითად შევაფასებ, რადგან ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ბოლომდე ვიბრძოლეთ. ცოტა არ გაგვიმართლა. პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე გოლი რომ არ გაგვეშვა, უკეთესი იქნებოდა.

გოლიც ისეთი იყო, რომ მისი ჩათვლის შანსი 50/50-ზე იყო. ჩემი აზრით, არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მორატა მამარდაშვილზე ზემოქმედებას ახდენდა და გიორგი ბურთს ვერ ხედავდა. არა უშავს, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.

ბედნიერები ვართ. ალბათ გამოცდილება დაგვაკლდა, მაგრამ ესეც მოდის და ვეცდებით, წინ და წინ წავიდეთ. ისევ უნდა მოვხვდეთ ასეთ და ამაზე დიდ ტურნირებზე, რადგან ვიმსახურებთ იმას, სადაც დღეს ვართ.

გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო. არ მეგონა, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა. ალბათ ბევრს არ ეგონა, ჯგუფიდან რომ გავიდოდით. ასე ერთიანად და ერთმანეთის გვერდში დგომით, ყველაფერს მივაღწევთ. უდიდესი მადლობა თითოეულ ქომაგს“.

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა და მისი მეტოქე ტურნირის მასპინძელი, გერმანია გახლავთ. მათი მატჩი 5 ივლისს, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შმეიხელს და არკონადას აჯობა - მამარდას რეკორდამდე 2 სეივი დააკლდა
შმეიხელს და არკონადას აჯობა - მამარდას რეკორდამდე 2 სეივი დააკლდა