საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„ქომაგებს სიამაყის საფუძველი მისცეს“ | კრის სატონის კომენტარი საქართველოს ნაკრებზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა. „ჯვაროსნები“ მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდნენ და 1:4 დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ, „ჩელსისა“ და „სელტიკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კრის სატონმა ვილი სანიოლის გუნდზე ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირში ყველაფერი ჩადო და საკუთარ გულშემატკივარს სიამაყის საფუძველი მისცა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე ადგილი დაიკავეს და საგზური ერთა ლიგის წყალობით მოიპოვეს. ქართველებმა ევრო 2024-ზე კარგად იასპარეზეს. პორტუგალიასთან მატჩი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა იყო, მაგრამ ესპანეთსაც ბოლომდე ებრძოლეს“.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩამდე, კრის სატონმა საკუთარი პროგნოზიც გაგვიზიარა. ინგლისელმა ფეხბურთელმა „ფურია როხას“ გამარჯვება ივარაუდა და განაცხადა, რომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი 3:1-ს მოიგებდა.

ცნობისთვის, „ჯვაროსნების“ დამარცხების შემდეგ, ესპანეთი მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელს, გერმანიას დაუპირისპირდება. „ფურია როხასა“ და „ბუნდესმანშაფტის“ მატჩი 5 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველმა ხალხმა ამ გუნდით უნდა იამაყოს“ | რა თქვეს ბუდუმ და მამარდამ მატჩის შემდეგ
„ქართველმა ხალხმა ამ გუნდით უნდა იამაყოს“ | რა თქვეს ბუდუმ და მამარდამ მატჩის შემდეგ