გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

შმეიხელს და არკონადას აჯობა - მამარდას რეკორდამდე 2 სეივი დააკლდა

ევრო 2024-ზე გიორგი მამარდაშვილმა შთამბეჭდავად ითამაშა, საქართველოს ნაკრების 1/8-ფინალში გასვლაში მისი როლი უდიდესია.

„ვალენსიას’’ მეკარემ ევროპის ჩემპიონატზე 30 „სეივი’’ შეასრულა. ერთ ევროპის ჩემპიონატზე მასზე მეტი „სეივი’’ მხოლოდ იგორ აკინფეევის აქტივშია (32 „სეივი’’, ევრო 2008).

მამარდა ფრანჩესკო ტოლდოს გაუთანაბრდა, იტალიელი ევრო 2000-ზე 30 „სეივით’’ დაეხმარა გუნდს. ასევე, ქართველმა მეკარემ პიტერ შმეიხელსა (27 „სეივი’’, 1992) და ლუის არკონადას (24 „სეივი’’, 1984) აჯობა. აღნიშნული სტატისტიკა ევრო 1980-დან მოყოლებული ყველა ევროპის ჩემპიონატს მოიცავს.

ასევე გეტყვით რომ მამარდა ჩეხეთთან (1:1) მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მის აქტივში 11 „სეივი'' იყო. ეს, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, მეორე საუკეთესო შედეგია. მეკარე, ვისაც ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი სეივი შეუსრულებია, ალექსანდრს კოლინკო გახლავთ (12 სეივი 2004 წელს), მეორე ადგილს ფრანჩესკო ტოლდო, შეი გივენი და გიორგი მამარდაშვილი იყოფენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, თურქეთთან დამარცხდა (1:3), ჩეხეთთან მატჩი 1:1 დასრულდა, სენსაციურად პორტუგალია 2:0 დააარცხა და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა ესპანეთმა 4:1 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები