კაშია: “ვამაყობთ იმით, რასაც მივაღწიეთ“
ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 1:4 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჯვაროსნების კაპიტანმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.
კაშია:
„ეს იყო ჩვენთვის საოცარი თავგადასავალი. უაღრესად ვამაყობთ იმით, რასაც მივაღწიეთ. დღეს ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ნამდვილად კმაყოფილი ვართ იმით, თუ როგორ წარმოვადგინეთ საქართველო ჩვენს პირველ დიდ ტურნირზე.“
შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა. ჯვაროსნებმა 1 ქულა ჩეხეთთან აიღეს, ხოლო 3 ქულა პორტუგალიასთან. თურქეთთან კი პირველ ტურში დამარცხდნენ.
ასევე შეგახსენებთ, ესპანეთის ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალში გერმანიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 5 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.