ქოჩორაშვილი: “ეს გუნდი ერთ დიდ ოჯახად იქცა“
ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 1:4 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჯვაროსნების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა კომენტარი გააკეთა.
ქოჩორაშვილი:
„მომავალი თაობა ჩვენკენ იყურება და აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ გაუმჯობესება. ეს გუნდი ერთ დიდ ოჯახად იქცა. ახლა ჩვენ გერმანიას ვტოვებთ და ერთმანეთი მოგვენატრება. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით და საქართველოს უფრო დიდ წარმატებას მოვუტანთ.“
შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა. ჯვაროსნებმა 1 ქულა ჩეხეთთან აიღეს, ხოლო 3 ქულა პორტუგალიასთან. თურქეთთან კი პირველ ტურში დამარცხდნენ.
ასევე შეგახსენებთ, ესპანეთის ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალში გერმანიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 5 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.