ნიკო უილიამსი: “საქართველოთი აღფრთოვანებული დავრჩი“
ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 1:4 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ფურია როხას შემტევმა ნიკო უილიამსმა კომენტარი გააკეთა.
ნიკო:
„ისეთი ფეხბურთელის ყოლა, როგორიც ფაბიან რუისია ათას კურთხევას ჰგავს. ის მე ყოველთვის დიდებული პასებით მამარაგებს. გოლის გატანის მომენტში თავი ფანტასტიკურად ვიგრძენი. ვგრძნობ, რომ ჩემს მშობლებს შეუძლიათ ჩემით იამაყონ.
მინდა საქართველოს მივულოცო. ისინი შესანიშნავი მეტოქეები იყვნენ. საქართველოთი აღფრთოვანებული დავრჩი და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც კარგად გააგრძელებენ.“
შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა. ჯვაროსნებმა 1 ქულა ჩეხეთთან აიღეს, ხოლო 3 ქულა პორტუგალიასთან. თურქეთთან კი პირველ ტურში დამარცხდნენ.
ასევე შეგახსენებთ, ესპანეთის ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალში გერმანიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 5 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.