გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

BBC: “ესპანეთი ადრეულ შიშს გადაურჩა, საქართველომ მოლოდინს გადააჭარბა“

ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 1:4 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა BBC-მ აღნიშნულ დაპირისპირებაზე დაწერა.

BBC:

„ესპანეთი ადრეულ შიშს გადაურჩა და საქართველო დაამარცხა. საქართველო მისთვის პირველ დიდ სანაკრებო ტურნირზე თამაშობდა და ასეთ ბრწყინვალე ესპანეთთან ზეწოლის ქვეშ მოუწია ყოფნა. მიუხედავ წაგებისა, მათ კიოლნში ყველა გააოგნეს და მე-18 წუთზე დაწინაურდნენ.

ესპანეთმა ზეწოლა უფრო გააძლიერა, რამაც საბოლოო შედეგი გამოიღო. მანჩესტერ სიტის ვარსკვლავმა როდრიმ მამარდაშვილს ზუსტად დაურტყა და ამ ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე დაამარცხა. ქართველ მეკარეს კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჰქონდა.

საქართველო ბრძოლას აგრძელებდა და კვარაცხელიას ტურნირის საუკეთესო გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. მიუხედავად საქართველოს ნიჭისა და არაპროგნოზირებადობისა, ესპანეთმა მატჩზე სრული კონტროლი დაამყარა.

ესპანელი გიგანტები მასპინძელ გერმანიას შეხვდებიან. საქართველო ევრო 2024-ს ზღაპრული დღეების შემდეგ ტოვებს. სანიოლის ნაკრებმა მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.“

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა. ჯვაროსნებმა 1 ქულა ჩეხეთთან აიღეს, ხოლო 3 ქულა პორტუგალიასთან. თურქეთთან კი პირველ ტურში დამარცხდნენ.

ასევე შეგახსენებთ, ესპანეთის ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალში გერმანიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 5 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალები აღარ ეყოთ“ - გერმანელები საქართველოს მარცხს ეხმაურებიან
„ძალები აღარ ეყოთ“ - გერმანელები საქართველოს მარცხს ეხმაურებიან