MARCA: “ესპანეთის ფლანგები - საქართველოს შექმნილი ხაფანგის ანტიდოტი“
ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 1:4 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა MARCA-მ აღნიშნულ დაპირისპირებაზე დაწერა.
MARCA:
„ესპანეთი ფლანგებზე დაფრინავდა. ეს იყო საქართველოს შექმნილი ხაფანგის ანტიდოტი. ფლანგებზე აქტიურმა თამაშმა საქართველო გააჩერა. როდრი და რუისი ცენტრში ნამდვილი დირიჟორები იყვნენ. ახლა ესპანეთს გერმანიის ნაკრები ელოდება. ფურია როხას გაცილებით მეტის ჩვენება მოუწევს. მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრების დაცვაში სერიოზული პრობლემები გაჩნდა.
სანიოლმა თქვა, რომ თბილისში წაგებული 1:7 გაკვეთილი იყო და მან რეალურად ნაკრები კარგად მოამზადა. ის თავის შანსს დაელოდა და კონტრშეტევებზე ითამაშა. გარკვეული პერიოდი ამან გაამართლა. მწვანე ობობა მამარდაშვილი ესპანურ აუქციონზე დემონის როლს ასრულებდა. მორატა გაბრაზებული იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქმე კარგად არ მიდიოდა. საბოლოო ჯამში ახალგაზრდა ესპანელებმა საქართველოს ნაკრები გატეხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.“
შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა. ჯვაროსნებმა 1 ქულა ჩეხეთთან აიღეს, ხოლო 3 ქულა პორტუგალიასთან. თურქეთთან კი პირველ ტურში დამარცხდნენ.
ასევე შეგახსენებთ, ესპანეთის ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალში გერმანიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 5 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.