საუთგეიტი სირცხვილს გადაურჩა - ინგლისი მეოთხედფინალშია
ევრო 2024-ის მერვედფინალში გულშემატკივრებმა დიდებული დაპირისპირება იხილეს. ინგლისი სლოვაკეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ანგარიში 25-ე წუთზე სლოვაკეთმა გახსნა. თავი შრანცმა გამოიჩინა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში სამი ლომი ბევრს უტევდა, მაგრამ გოლი ვერ გაჰქონდა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მსუყე სენსაცია ფიქსირდებოდა, მაგრამ ჯუდ ბელინგემმა მოცემულობა შეცვალა.
მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „მაკრატელა“ დარტყმით დიდებული გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და დამატებითი 15-წუთიანი ტაიმები დაინიშნა. პირველივე წუთზე ჰარი კეინმა თავით გაისროლა და ინგლისი დააწინაურა.
გატანილი გოლის შემდეგ, სლოვაკეთი თითქოს გატყდა და შეტევაში ისე აქტიურად ვეღარ თამაშობდა. საბოლოოდ 2:1 და გარეთ საუთგეიტის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც შვეიცარიას დაუპირისპირდება.