ხვიჩა კვარაცხელია, გუტი, ნუკრი რევიშვილი
Aa
Aa

„ესპანეთთან მოგებული მატჩის მაისურს მიიღებს“ - რევიშვილი გუტის სიტყვებს გამოეხმაურა

იტალიის „ნაპოლიში“ გადაბარგებისთანავე, ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ მისი ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელი ხოსე მარია გუტიერესი, იგივე გუტი იყო, რასაც „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი მალევე გამოეხმაურა და ხვიჩას თავისი მაისური გაუგზავნა. მოგვიანებით კი, იმედი გამოთქვა, რომ კვარასგან სანაცვლოდ საჩუქრად მის ფორმასაც მიიღებდა.

მას შემდეგ რაც 23 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა პორტუგალიასთან გაიბრწყინა და საფეხბურთო ევროპას თავი კიდევ ერთხელ შეახსენა, გუტიმ ნახევრადხუმრობით აღნიშნა, რომ ხვიჩაზე ნაწყენია, რადგან მას პირობა არ შეუსრულებია. ესპანელი ნახევარმცველის სიტყვებს კი წარსულში ცნობილმა ქართველმა მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა უპასუხა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო აგენტად მუშაობს.

რა თქვა რევიშვილმა

გუტი კვარაცხელიას მაისურს აუცილებლად მიიღებს და შესაძლოა ხვიჩამ მას ის ფორმა გაუგზავნოს, რომლითაც ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაამარცხებს.

ვიცი, რომ გიორგი მამარდაშვილის სიტყვებმა ბევრი ესპანელი გააბრაზა, მაგრამ მე ჩემს თანამემამულეს აბსოლუტურად ვეთანხმები - სათამაშო კლასით კვარა „ფურია როხას“ თითოეულ წევრს აღემატება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანელებთან გამართული ბოლო თამაში, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 1:3 წააგო, გატანილი გოლის გარეშე არ დატოვა და „ლა როხას“ კარი გიორგი ჩაკვეტაძის არაჩვეულებრივი პასით აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცოტათი გაბრაზებული ვარ“ | გუტიმ კვარას მიცემული პირობა შეახსენა
„ცოტათი გაბრაზებული ვარ“ | გუტიმ კვარას მიცემული პირობა შეახსენა