დომენიკო ტედესკო
Aa
Aa

“შეუძლებელს გავაკეთებთ“ - ტედესკო საფრანგეთთან მატჩის წინ

ევრო 2024-ის მერვედფინალში ბელგია საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ტედესკომ?

„ჩვენი მატჩის გეგმა უნდა ვთქვა? ჩემი აზრით, ახლა შესაფერისი მომენტი არ არის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სიტუაციასთან მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოვახდინოთ ადაპტაცია. წინ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და რა თქმა უნდა, საფრანგეთი ძალიან რთული მეტოქეა. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ.

ამ ნაკრებების წინა თამაშები ფეხბურთელების გონებაშია. პირადად მე საფრანგეთს არასდროს შევხვედრილვარ. უამრავი რამ გვაქვს, რამაც შეიძლება მოტივაცია გაგვიჩინოს. მომავალ 90 წუთში გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია და ასევე, რაც შეუძლებელია. ამ ახალგაზრდა ჯგუფს გამარჯვების წყურვილი აქვს.

თითოეულ ჩემს ფეხბურთელს ვენდობი. ერთადერთი პრობლემა, რომელიც გვაქვს არის ის, რომ მხოლოდ 11 ფეხბურთელის გამოყვანა შემიძლია. რთულია იმის გადაწყვეტა, თუ ვინ უნდა დარჩეს სათადარიგოთა სკამზე.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და ბელგიის დაპირისპირება 1 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნდობა გამოუცხადეს - სპალეტი იტალიის ნაკრებში 2026 წლამდე დარჩება
ნდობა გამოუცხადეს - სპალეტი იტალიის ნაკრებში 2026 წლამდე დარჩება