ხვიჩა კვარაცხელია, დანიელ კარვახალი
Aa
Aa

„კარვაცხელია“ - მეხუთედ 296 დღეში

ესპანურმა სპორტულმა პრესამ ესპანეთი - საქართველოს მერვედფინალის დაწყების წინ, ყურადღება დანიელ კარვახალისა და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირებაზე გაამახვილა და მათ დუელს ორიგინალური სახელი „კარვაცხელია“ უწოდა. „რეალის“ მარჯვენა მცველი და „ნაპოლის“ მარცხენა შემტევი ბოლო 296 დღის მანძილზე, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო მატჩებს თუ მივიღებთ მხედველობაში, მეხუთედ ხვდებიან ერთმანეთს, რაც მართლაც საინტერესო ფაქტია.

კვარასა და კარვახალის საგა 2023 წლის სექტემბერში თბილისში დაიწყო, როდესაც „ფურია როხამ“ მეტოქე დიდი სხვაობით, 7:1 დაამარცხა. ამას მოჰყვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „რეალისა“ და „ნაპოლის“ მატჩები, სადაც სამეფო კლუბმა მეტოქეს ორივე შემთხვევაში აჯობა და კარვახალმაც ხვიჩას არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა.

ერთადერთი მატჩი, სადაც კარვახალი თამაშობდა და კვარაცხელიამ გოლის გატანა შეძლო, ეს იყო ნოემბერში ესპანეთი - საქართველო, თუმცა მაშინ გიორგი ჩაკვეტაძის პასით ხვიჩამ ცენტრალური ზონიდან შეირბინა მეტოქის საჯარიმოში და ამ გოლში ესპანელების მარჯვენა მცველის დადანაშაულება არ შეიძლება.

AS-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ პორტუგალიელებთან გატანილი გოლის შემდეგ, „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა ძველებური თავდაჯერებულობა დაიბრუნა და ყველას შეახსენა, თუ რატომ ეძახდნენ მას „კვარადონას“. ამის გამო კი, ვეტერან მცველს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მოუწევს და კარვახალს შეტევაში ჩართვისთვის შეიძლება დროც აღარ დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არც კვარა, არც მიქაუტაძე, არც მამარდა“ | AS-ის სტატია სანიოლის საკვანძო მოთამაშეზე
„არც კვარა, არც მიქაუტაძე, არც მამარდა“ | AS-ის სტატია სანიოლის საკვანძო მოთამაშეზე