კრიშტიანუ რონალდუ, პეპე
Aa
Aa

პეპე: “რონალდუ გოლებით აყვავდება“

ევრო 2024-ის მერვედფინალში პორტუგალია სლოვენიას დაუპირისპირდება. ჯერჯერობით მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუს გოლი არ აქვს გატანილი.

მატჩის წინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, პეპემ ისაუბრა.

რა თქვა პეპემ?

„დამიჯერეთ, კრიშტიანუ რონალდუ გოლებით აყვავდება. ეს ფაქტია!! გინახავთ, როგორ ემზადება ის ეროვნული ნაკრების დასახმარებლად? ის არის მოთამაშე, რომელსაც ყველაზე მეტი წუთი აქვს ნათამაშები. თანაც ეს ყველაფერი 39 წლის ასაკში.

ის ძალიან კარგად მუშაობს. მას კარგად გამოსდის პლეი-ოფის სტადიაზე მნიშვნელოვანი გოლების გატანა და დარწმუნებული ვარ ახლაც იმავეს გააკეთებს. რონალდუსგან დიდ სიხარულს ელოდეთ.“

შეგახსენებთ, რომ რონალდუს მიმდინარე ევრო 2024-ზე მხოლოდ ერთი საგოლე პასი აქვს გაკეთებული. პორტუგალიისა და სლოვენიის დაპირისპირება 1 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ფელიქსმა, კანსელუმ და ალონსომ ბარსელონა დატოვეს
ოფიციალურად - ფელიქსმა, კანსელუმ და ალონსომ ბარსელონა დატოვეს