ლუჩიანო სპალეტი
Aa
Aa

ნდობა გამოუცხადეს - სპალეტი იტალიის ნაკრებში 2026 წლამდე დარჩება

როგორც მოგეხსენებათ, იტალიამ ევრო 2024-ზე საშინელი შთაბეჭდილება დატოვა. სკუადრა აძურა მერვედფინალში შვეიცარიასთან 0:2 უშანსოდ დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

იქამდე კი ჯგუფურ ეტაპზე ალბანეთს 2:1 მოუგო, ესპანეთთან წააგო და ხორვატიასთან ბოლო წუთზე გადაარჩინა მატჩი.

გაჩნდა ჭორები, რომ დაკავებული თანამდებობიდან ლუჩიანო სპალეტი წავიდოდა, თუმცა დღეს სულ სხვა ინფორმაცია გავრცელდა.

გავლენიანი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ სპალეტის სრული ნდობა გამოუცხადა. ნაპოლის ყოფილი დამრიგებელი იტალიის ნაკრებში 2026 წლის მუნდიალის ჩათვლით იქნება.

რომანო ასევე ლუჩიანოს სიტყვებს ავრცელებს: „ჩემი მისია იქნება, რომ ეს გუნდი უფრო ახალგაზრდა გავხადო.“

შეგახსენებთ, რომ სპალეტი იტალიის ნაკრებს ჯამში 14-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 7 მატჩი მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები