ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„გთხოვ, კონტრაქტს ხელი მოაწერე“ | ილიამ ჰოლოუეი გამოიწვია

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის მიმართა. „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მზადაა, „დალოცვილს“ მსუბუქი წონითი დივიზიონის ფარგლებშიც ეჩხუბოს.

„მაქს, არ მოგიწევს, წონა დაიკლო და ქვემსუბუქი წონის ლიმიტი დააფიქსირო. ჩემს ქამარს 155-ში (მსუბუქი წონა) დავიცავ, მაგრამ გთხოვ, კონტრაქტს ხელი მოაწერე“, - განაცხადა ილიამ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეიმ ბოლო ბრძოლა ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართა და მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდა. „ელ მატადორმა“ რამდენჯერმე თქვა, რომ სურს, მისი მომდევნო მეტოქე „დალოცვილი“ იყოს, მაგრამ ოფიციალურ განცხადებამდე საქმე ჯერ არ მისულა.

საინტერესოა, რომ ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი თვლის, რომ ილიას ჰოლოუეისთან შანსი არ აქვს. „ვოლკის“ მიხედვით, თოფურია ჰოლოუეის ძლიერ დარტყმებს აუცილებლად მიაყენებს და მის ყბას ყველა ვარიანტში გამოცდის, მაგრამ ბრძოლა რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება, მაქსს გამარჯვების მეტი შანსი ექნება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს ნაკრების გული“ | Marca გიორგი ქოჩორაშვილზე წერს
„საქართველოს ნაკრების გული“ | Marca გიორგი ქოჩორაშვილზე წერს