„საქართველოს ესპანეთის დამარცხება შეუძლია“ | ნუკრი რევიშვილი
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა ევრო 2024-ის მერვედფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც ესპანეთთან გავმართავთ. რევიშვილმა განაცხადა, რომ „ჯვაროსნებს“ ურთულესი მატჩი ელოდებათ და დაასახელა კომპონენტები, რაც ვილი სანიოლის გუნდს მიზნის მიღწევაში დაეხმარება.
„ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს რთული მატჩი ექნება. ჯგუფურ ეტაპზე დაფიქსირებულ შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ნაკრებია. ფურია როხას გოლი ჯერ არ გაუშვია და სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს აჩვენებს. ასე რომ, საქართველოს მძიმე შეხვედრა ექნება.
ჯვაროსნებს შეუძლიათ, ესპანეთს საიმედო დაცვისა და სწრაფი შეტევის წყალობით აჯობონ. საქართველო მთელი ტურნირია ასე თამაშობს და ნაკრების თითოეული ფეხბურთელი, მეკარის ჩათვლით, მაღალ დონეზე ასპარეზობს და თავს კარგად იცავს. ასე რომ, საქართველოს ესპანეთის დამარცხება შეუძლია. ესპანეთს მომდევნო ეტაპზე გასვლის უფრო მაღალი შანსი აქვს, მაგრამ ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენებას შევეცდებით“.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.