მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„მიხვდი, რომ დაგანოკაუტებ ხომ?!“ | ომალის ვიდეო და დვალიშვილის პასუხი

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ვხედავთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღით ვარჯიშობს. „შუგამ“ ვიდეოს ვიდეოს ასეთი წარწერა დაურთო: „მერაბს საქმე ცუდად აქვს“.

„მანქანას“ ომალის ვიდეო უპასუხოდ არ დაუტოვებია და განაცხადა: „როგორც იქნა მიხვდი, რომ დაგანოკაუტებ და იარაღით ვარჯიში დაიწყე. იარაღის გამოყენება გინდა? არანაირი პრობლემა არაა, წავედი!“, - წერს დვალიშვილი და აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ქართული ჩოხითა და ხანჯლით ვხედავთ.

შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით, მერაბის მომდევნო ბრძოლა სატიტულო იქნება და „მანქანა“ შონ ომალის დაუპირისპირდება. არაოფიციალური ინფორმაციით, მათი ჩხუბი სექტემბერში, ლას-ვეგასში მდებარე სფეროში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არც კვარა, არც მიქაუტაძე, არც მამარდა“ | AS-ის სტატია სანიოლის საკვანძო მოთამაშეზე
„არც კვარა, არც მიქაუტაძე, არც მამარდა“ | AS-ის სტატია სანიოლის საკვანძო მოთამაშეზე