სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

სან ანტონიო მამუს გაშვებას არ აპირებს | სპურსმა შეთავაზება გაუკეთა

„სან ანტონიო სპურსი“ სანდრო მამუკელაშვილის გაშვებას არ აპირებს. ცნობილი ინსაიდერის, ქით სმიტის ინფორმაციით, ტექსასელებმა „მამუს“ კონტრაქტში ჩადებული პუნქტი აამოქმედეს და იგი შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახადეს.

მამუკელაშვილს შეუძლია, სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და მათთან შეთანხმებას მიაღწიოს, მაგრამ საბოლოო სიტყვა „სან ანტონიოზე“ იქნება. თუ სანდრო რომელიმე გუნდს შეუთანხმდა და მასთან ხელშეკრულება დადო (მაგალითად, ჩიკაგოს შეუთანხმდა 3-წლიან, 30-მილიონიან კონტრაქტზე), „სპურსს“ შეუძლია, „მამუს“ ზუსტად იგივე კონტრაქტი გაუფორმოს, რის შემდეგაც გუნდში ავტომატურად დაიტოვებს.

„სან ანტონიოს“ მიერ გადადგმული ნაბიჯი ნიშანია იმისა, რომ ტექსასელებს მისი შენარჩუნება უნდათ. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, სხვა კლუბთან დადებული ხელშეკრულება „სან ანტონიოსთვის“ მიუღებელი აღმოჩნდეს და ქართველ კალათბურთელს იგივე კონტრაქტი არ შესთავაზოს. ამ შემთხვევაში, „მამუ“ ადგილსამყოფელს გამოიცვლის. ასევე, „სან ანტონიოს“ აქვს უფლება, გადაწყვეტილება შეცვალოს, მამუკელაშვილს შეზღუდული თავისუფალი აგენტის სტატუსი მოუხსნას და ჩვეულებრივი თავისუფალი აგენტი გახადოს. თუ სხვა ვარიანტი არ გამოჩნდა და ახალი კონტრაქტი „სპურსისგანაც“ ვერ მიიღო, მამუკელაშვილისა და „სან ანტონიოს“ თანამშრომლობა 1 წლით გახანგრძლივდება.

ცნობისთვის, გასული რეგულარულის სტარტზე, მამუკელაშვილს ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, მაგრამ სეზონის ბოლო ნაწილისკენ, ვიტარება შეიცვალა და სანდრო „სპურსის“ ქომაგთა სიმპათიებიც დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაჯერებელი გამარჯვება | დოლიძემ სმიტს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო
დამაჯერებელი გამარჯვება | დოლიძემ სმიტს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო