„ხამზატთან ჩხუბი მინდა“ | რა თქვა დოლიძემ ენტონი სმიტის დამარცხების შემდეგ
ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ UFC 303-ზე ენტონი სმიტი დაამარცხა და მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. ჩხუბის შემდეგ, „კავკასიელი“ ჯო როგანს გაესაუბრა და ხამზატ ჩიმაევთან ბრძოლის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.
„პირველ რიგში, მინდა, აქ მყოფ ადამიანებს მადლობა გადავუხადო. ბრძოლის მიმდინარეობისას მისტვენდით, მაგრამ ორი წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში ვარ და ჩემი სახელი კარგად დაგამახსოვრდებათ. შეიძლება ჩემი ბრალია, რომ ახლა კარგად არ გახსოვართ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მომავალში ეს შეიცვლება. ახალ წონაში ვიჩხუბე, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ და თვალი არ მომაშოროთ. ვაპირებ, ორივე წონით დივიზიონში ვიასპარეზო და ჩემპიონიც გავხდები.
ვინ მინდა, რომ ჩემი მომდევნო მეტოქე იყოს? ეს დიდი პრობლემაა, რადგან ნახევრად მძიმე წონაზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ აუცილებლად შევისწავლი რა და როგორაა. UFC-იმ უნდა გადაწყვიტოს და პირადად მე, ორივე ვარიანტისთვის მზად ვარ. ერთი სურვილი, რაც მაქვს, ხამზატ ჩიმაევთან ჩხუბია, რადგან ის ძალიან კარგი მებრძოლია. ვიცი, რომ ბოლო ჩხუბს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩაეხსნა. სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და მინდა, საშუალო წონაში ჩემ წინააღმდეგ ვნახო“.
შეგახსენებთ, რომ დოლიძემ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო - 30:27, 29:28, 29:28. ღონისძიების მთავარი მოვლენა კი ალექს პერეირასა და ირჟი პროხაზკას დაპირისპირება გახლდათ, რომელშიც „პოატანმა“ მორიგი ბრუტალური ნოკაუტი შემოგვთავაზა.