ლაუტარო მარტინესი, ლეანდრო პარედესი
Aa
Aa

ლაუტაროს დუბლი | არგენტინამ ჯგუფურ ეტაპზე გოლი არ გაუშვა და პირველი ადგილი დაიკავა

2024 წლის კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, არგენტინა პერუს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. „ალბისელესტემ“ ლიონელ მესის გარეშე ითამაშა, რომელსაც ტრავმა აწუხებს და ლაუტარო მარტინესის დუბლის წყალობით მოიგო - 2:0.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. არგენტინამ ანგარიში 47-ე წუთზე გახსნა. ანხელ დი მარიას ბრწყინვალე გადაცემით ლაუტარო მარტინესმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 72-ე წუთზე, „ალბისელესტეს“ ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება შეეძლო, მაგრამ ლეანდრო პარედესმა თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

მატჩის საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე დაფიქსირდა. ლაუტარომ მეტოქე გუნდის მცველების შეცდომით ისარგებლა და პერუს ნაკრების კარი კიდევ ერთხელ აიღო. მას მიმდინარე კოპა ამერიკაზე 4 გოლი აქვს გატანილი და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

არგენტინამ ჯგუფში სამივე თამაში მოიგო, 9 ქულა დააგროვა და გოლი არ გაუშვია. „ალბისელესტე“ პლეიოფში პირველი ადგილით გავიდა და B ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება, სადაც ვენესუელა 6 ქულით პირველზეა, ეკვადორსა და მექსიკას 3-3 ქულა აქვთ, ხოლო იამაიკა 0 ქულით ბოლო გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ თქვა, რომ ერთი ქართველი მთელ ესპანეთს ჯობია?“ - ლე ნორმანი მამარდას კომენტარმა გააკვირვა
„ვინ თქვა, რომ ერთი ქართველი მთელ ესპანეთს ჯობია?“ - ლე ნორმანი მამარდას კომენტარმა გააკვირვა