რომან დოლიძე, ენტონი სმიტი
Aa
Aa

დამაჯერებელი გამარჯვება | დოლიძემ სმიტს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო

გამთენიისას, ნევადაში UFC 303 გაიმართა და ქართველი მებრძოლის, რომან დოლიძის ჩხუბი ვიხილეთ. „კავკასიელი“, რომელიც საშუალო წონით დივიზიონში გამოდის, ერთით მაღალ, ნახევრად მძიმე წონაში ავიდა და ენტონი სმიტს დაუპირისპირდა.

რომანი „ლომგულის“ წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლას ჩხუბამდე რამდენიმე დღით ადრე დათანხმდა, მაგრამ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. პირველი რაუნდის საწყისი წუთები მებრძოლებმა მეტოქეების მოძრაობების შესასწავლად გამოიყენეს და აქცენტს ფეხითა და კორპუსში განხორციელებულ დარტყმებზე აკეთებდნენ. დოლიძე კარგად მოძრაობდა, სმიტის იერიშებს იგერიებდა და მის საყრდენ ფეხს უტევდა, რაც რაუნდის წასაღებად საკმარისი აღმოჩნდა.

მეორე რაუნდი იმავე სცენარით დაიწყო, მაგრამ სასტარტო ნიშნულიდან 1 წუთის გასვლის შემდეგ, „კავკასიელმა“ მეტოქეს ძლიერად მოარტყა, პარტერში გადაიყვანა და ჯერ გრაუნდ ენდ ფაუნდით შემდეგ კი გრეპლინგით სცადა სასურველი შედეგის დაფიქსირება. მეორე რაუნდში, რომანი ყველაფერს აკონტროლებდა და დიდ უპირატესობას ფლობდა.

მესამე რაუნდში, მებრძოლებს დაღლა დაეტყოთ. ტემპსა და დისტანციას კვლავინდებურად რომანი აკონტროლებდა, მაგრამ სმიტმა რამდენიმე კარგი კომბინაცია შემოგვთავაზა. საბოლოოდ, ბრძოლა სრულად ჩამთავრდა და დოლიძემ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო - 30:27, 29:28, 29:28.

შეგახსენებთ, რომ სმიტი ნახევრად მძიმე წონის ტოპ 10-ში იმყოფებოდა და მისი დამარცხების შემდეგ, „კავკასიელს“ ორი წონის ტოპ 10-ში ვიხილავთ. ნახევრად მძიმე წონაში რომანი მე-10 იქნება, საშუალოში - ასევე მეათე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ თქვა, რომ ერთი ქართველი მთელ ესპანეთს ჯობია?“ - ლე ნორმანი მამარდას კომენტარმა გააკვირვა
„ვინ თქვა, რომ ერთი ქართველი მთელ ესპანეთს ჯობია?“ - ლე ნორმანი მამარდას კომენტარმა გააკვირვა