“მთავარ ის იყო, როგორ ვითამაშეთ“ - იაკინი იტალიის დამარცხების შემდეგ
ევრო 2024-ის მერვედფინალში შვეიცარიამ იტალია უშანსოდ 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, შვეიცარიელთა მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
იაკინი:
„ჩვენ მოვიგეთ უაღრესად მნიშვნელოვანი თამაში. ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ და რა იქნება ხვალ, ამაზე შემდეგ ვიფიქროთ. მთავარი ის იყო, როგორ ვითამაშეთ. მოედნის ყველა ზონაში ვდომინირებდით. სწორი სათამაშო გეგმა გვაქვს, კარგ ფორმაში ვართ და კარგი გუნდი ვართ. გარედან კონცენტრაციაში ხელს არაფერი გვიშლის. ჩვენ ნამდვილად დომინანტური სტილით ვითამაშეთ.
ფეხბურთში ბევრ ძალიან მაგარ ემოციას განვიცდით და ფეხბურთს ამისთვის შესაბამის მადლობას ვერ ვუხდით. ახლა დასვენებისთვის და შემდეგი მატჩისთვის მოსამზადებლად რამდენიმე დღე გვაქვს. ეს პერიოდი ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ.“
შეგახსენებთ, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები დღევანდელ დღემდე ევროპის მოქმედი ჩემპიონი იყო. სკუადრა აძურამ ტიტული ევრო 2020-ზე დაისაკუთრა.
ცნობისთვის, მეოთხედფინალში შვეიცარია ინგლისსა და სლოვაკეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.