“ეს სკანდალური შედეგი არ არის“ - სპალეტი შვეიცარიასთან მარცხზე
ევრო 2024-ის მერვედფინალში შვეიცარიამ იტალია უშანსოდ 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სკუადრა აძურას მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სპალეტი:
„მომხდარზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ, რადგან გუნდი მე ავარჩიე. დღევანდელი თამაშით კმაყოფილი არ ვარ. ასე არ მოვმზადებულვართ. მაღალი ინტენსივობა საერთოდ არ გვქონდა. ეს პროცესის ნაწილია. ყველა სხვა მწვრთნელს მოსამზადებლად 20-ზე მეტი თამაში ჰქონდა. მე კი მხოლოდ 10..
შვეიცარია ღირსეული გამარჯვებულია. ზოგადად, იტალიის ნაკრებს მომავალში მეტი ფიზიკურობა სჭირდება. ხარისხი გვაქვს, მაგრამ ინტენსივობა 90 წუთის განმავლობაში დაკარგული გვქონდა. ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე რაღაც ვცადე, მაგრამ ბევრი რამ შესაცვლელია. ეს არ არის ისეთი სკანდალური შედეგი, როგორც ამას ხალხი ფიქრობს.“
შეგახსენებთ, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები დღევანდელ დღემდე ევროპის მოქმედი ჩემპიონი იყო. სკუადრა აძურამ ტიტული ევრო 2020-ზე დაისაკუთრა.
ცნობისთვის, მეოთხედფინალში შვეიცარია ინგლისსა და სლოვაკეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.