ბარსელონა, პსვ, სერჟინიო დესტი
Aa
Aa

დესტი ოფიციალურად პსვ-ს ფეხბურთელია - ბარსამ ტრანსფერში ფული ვერ აიღო

როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონაში ისეთი ფეხბურთელები დაგროვდნენ, რომლებიც გუნდს არ სჭირდება.

ერთ-ერთ ასეთი სერჟინიო დესტია, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით პსვ-ში გაატარა. დღეს გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ამერიკელი უკანახაზელი ნიდერლანდურ კლუბს ოფიციალურად შეუერთდა. დესტმა პსვ-სთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ კატალონიური გრანდი დესტის გაშვებით თანხას ვერ მიიღებს. ბლაუგრანას პრიორიტეტი ის იყო, რომ სერჟინიო გუნდიდან, რაც შეიძლება მალე წასულიყო, რათა ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია პრობლემა არ იყოს.

მსგავსი სიტუაციაა კლემენ ლენგლეს სიტუაციაში, თუმცა აქ პრობლემას ის ქმნის, რომ მას კოლოსალური ხელფასი აქვს და ბარსას მისი გაყიდვაც ძალიან ეჩქარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები