ლევან საგინაშვილი, ავთანდილ ახვლედიანი
Aa
Aa

ახალი პრეზიდენტი მკლავჭიდის ფედერაციაში - საგინაშვილი გამგეობის წევრი იქნება

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მკლავჭიდელთა ახალი ფედერაცია დაფუძნდა, რომელსაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ავთანდილ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. ეს უკანასკნელი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს უძლიერესი მამაკაცის ფედერაციაში მუშაობდა ქართველ სტრონგმენებს პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირებისთვის ამზადებდა.

პრეზიდენტის არჩევის გარდა, ხმის მიცემის უფლების მქონე დელეგატებმა, ფარული კენჭისყრის შედეგად თანამდებობის სხვა პირებიც დაამტკიცეს. საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის საპატიო პრეზიდენტად ცნობილი მკლავჭიდელი ზაურ ცხადაძე აირჩიეს. მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელი, ჰალკის მეტსახელით ცნობილი ლევან საგინაშვილი კი გამგეობის წევრი იქნება, სადაც მასთან ერთად ირაკლი გამთენაძე, გურამ ფაშურიშვილი და გიორგი გოდაბრელიძე იქნებიან წარმოდგენილი. ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობაზე კი ნიკა ახალბედაშვილი და რევაზ ლუტიძე იმუშავებენ.

საარჩევნო ყრილობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრ იოსებ ბაღათურიასთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლები, კალათბურთელი გიორგი შერმადინი და მორაგბე გიორგი ნემსაძე ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგინაშვილმა სეპსს აჯობა - ბათუმმა საერთაშორისო ბრძოლებს უმასპინძლა
საგინაშვილმა სეპსს აჯობა - ბათუმმა საერთაშორისო ბრძოლებს უმასპინძლა