ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

კვარამ 5-მილიონიანი ხელფასი უარყო - მოლაპარაკებები ევრო 2024-ის დასრულებამდე შეჩერებულია

იტალიური სპორტული საინფორმაციო სააგენტოები აქამდე იუწყებოდნენ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გერმანიაში პირადად ხვიჩა კვარაცხელიასთან შესახვედრად აპირებდა ჩასვლას, თუმცა Corriere Dello Sport-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პარტენოპეის ხელმძღვანელის, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტესა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის შეხვედრა ნეაპოლში შედგა.

კვარაცხელიას აგენტს დე ლაურენტისმა ასეთი წინადადება შესთავაზა - კლუბთან ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივების სანაცვლოდ, ხვიჩა ბონუსების ჩათვლით ხელფასის სახით ყოველწლიურად 5 მილიონ ევროს მიიღებდა, მომდევნო სეზონიდან კი მისი ანაზღაურება 7 მილიონამდე გაიზრდებოდა. კონტრაქტში ასევე სთავაზობდნენ პუნქტის ჩადებას, რომლის მიხედვითაც სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში, კვარას ტრანსფერი არ დაიბლოკებოდა, თუმცა ფეხბურთელის წარმომადგენლებმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს და მოლაპარაკებები ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე შეჩერდა.

იგივე წყაროს ცნობით, კვარაცხელია კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ, თავად შეხვდება „ნაპოლის“ პრეზიდენტს და პირადად მისგან მოისმენს იმ შემოთავაზებებსა და გეგმებს, რაც მასთან დაკავშირებით აქვთ. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა და მისი თანაგუნდელები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალისთვის ემზადებიან, რომელიც ხვალ თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა, მიქაუტაძე, კრიშტიანუ | ევროს მე-13 დღის გამორჩეული ფაქტები
კვარა, მიქაუტაძე, კრიშტიანუ | ევროს მე-13 დღის გამორჩეული ფაქტები