გიორგი მამარდაშვილი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ესპანელებს პატივს ვცემ, მაგრამ კვარა საუკეთესოა“ - მამარდა მატჩის წინ

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა პრესკონფერეციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა მამარდამ:

ჩემი ინტერვიუ მარკასთან? მე, როგორც რიგითი ქართველი, კვარას ვგულშემატკივრობ და ის ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. ამით ესპანელი ფეხბურთელების მიმართ უპატივცემულობა არ გამომივლენია. პირიქით, მათ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, კვარა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.

ჩემი აზრით ესპანეთი გაშლილ ფეხბურთს ითამაშებს და შეგვიტევენ. ჩვენ კი უშეცდომოდ, დაცვიდან უნდა ვითამაშოთ და შეტევაში სწრაფად გადავიდეთ. გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კარგად შეუძლიათ გამწვავება, ეს პორტუგალიასთან მატჩშიც გამოჩნდა.

ნაჩოს კომენტარი? წარმატებებს ვუსურვებ.

პენალტების სერია? ბუნებრივია, ამისთვის მზად ვიქნები. ყველა ფეხბურთელი შესწავლილი მაქვს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცოტათი გაბრაზებული ვარ“ | გუტიმ კვარას მიცემული პირობა შეახსენა
„ცოტათი გაბრაზებული ვარ“ | გუტიმ კვარას მიცემული პირობა შეახსენა