კარლო ანჩელოტი, ვილი სანიოლი
Aa
Aa

ანჩელოტის ასისტენტობიდან გმირობამდე - სანიოლი საქართველოს ისტორიას წერს

2021 წლის თებერვალში, როდესაც ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სათავეში ჩაუდგა, ვილი სანიოლს ბევრი გამოცდილებას, ზოგიერთი საფეხბურთო გემოვნებას, ხოლო ზოგი რბილ ხასიათს უწუნებდა, თუმცა ფაქტია - მან შეძლო და არამხოლოდ საქართველოს, არამედ საფრანგეთის საფეხბურთო ისტორიაშიც შევიდა. სანიოლი პირველი ფრანგი სპეციალისტია, რომელმაც უცხო ქვეყნის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა და ახლა უკვე ის ფეხბურთელებს ესპანეთის ნაკრებთან მერვედფინალის სათამაშოდ ამზადებს. 47 წლის ფრანგ მწვრთნელზე სტატია ცნობილ მადრიდულ გამოცემაში გამოქვეყნდა.

რას წერს AS-ი სანიოლზე

თავის დროზე „ბაიერნის“ დაცვის წამყვანი ფიგურა გახლდათ და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობა დაიწყო. თავდაპირველად საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებსა და „ბორდოს“ ამზადებდა, რის შემდეგაც მიუნხენურ გრანდს დაუბრუნდა.

2017 წლის სექტემბერში ის რეკორდმაისტერში ლეგენდარული კარლო ანჩელოტის ასისტენტი და მარჯვენა ხელი იყო. კარლიტოს წასვლის შემდეგ კი ერთ მატჩში, ბერლინის „ჰერტასთან“ მთავარი მწვრთნელობაც შეითავსა. შესთავაზეს დარჩენა, მაგრამ ანჩელოტის წასვლით გაბრაზებულმა, ვილი სანიოლმაც მიუნხენიდან აბარგება გადაწყვიტა.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ფრანგმა მწვრთნელობა განაახლა და ახლა საქართველოს ნაკრების წარმატების მთავარი არქიტექტორია. კვარაცხელიას და მამარდაშვილის დონის ვარსკვლავებთან ერთად, ამ საოცარ გზაზე ტურნირის აღმოჩენა და საუკეთესო ბომბარდირი მიქაუტაძეც ეხმარება.

ასე რომ, ახლა ასეთი მოცემულობაა - სანიოლი, რომელიც 7 წლის წინ ანჩელოტის ასისტენტი იყო, გახდა საქართველოს ლეგენდა და ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი.

ბოლო ოთხწელიწადნახევრის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით გამართული 37 მატჩიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 18 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 13 წააგეს - ბურთების შეფარდება 62-50-ზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დასამახსოვრებელი გამარჯვება იყო“ - UEFA საქართველოს ნაკრებზე
“დასამახსოვრებელი გამარჯვება იყო“ - UEFA საქართველოს ნაკრებზე