გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

„ფრთხილად, მათ მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავთ“ – MARCA-ს სტატია წიტაიშვილზე

მათი ქვეყნის ნაკრებთან დაპირისპირების წინ, ესპანური სპორტული გამოცემები საქართველოს ეროვნული გუნდის წევრების მკითხველისთვის მაქსიმალურად ახლოს გაცნობას ცდილობენ და ამჯერად იქაური მედიის ყურადღების ცენტრში გიორგი წიტაიშვილი მოექცა. ბათუმის „დინამოსა“ და ეროვნული გუნდის წევრს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, ზურგს საკმაოდ მდიდარი კარიერა უმაგრებს, რაზეც მადრიდულ გამოცემაში დეტალურად წერია.

რას წერენ წიტაიშვილზე

გიორგის მამამ, კლიმენტი წიტაიშვილმა საქართველოს ჩემპიონატში თავის დროზე 14 წლის ასაკში ითამაშა და ლიგის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. შემდეგ ის თავისი ოჯახით ემიგრაციაში ისრაელში წავიდა, სადაც სხვადასხვა დროს „ჰაპოელ რიშონში“, „ბნეი იეჰუდასა“ და „ჰოლონში“ თამაშობდა. სწორედ ისრაელში დაიბადა გიორგი, რომელსაც წინ სერიოზული კარიერა ელოდა.

თქვენ გგონიათ ისტორია ამით სრულდება? არავითარ შემთხვევაში. კლიმენტი წიტაიშვილმა თავისი კავშირების წყალობით, შვილი 11 წლის ასაკში „ბარსელონას“ აკადემიაში ჩაიყვანა, სადაც ის ძალიან მოეწონათ, თუმცა ბიუროკრატიული საკითხების გამო, მისი დარეგისტრირება ვერ მოხერხდა. მალევე, უფროსმა-წიტაიშვილმა თავისი მეგობრის, თემურ ქეცბაიას დახმარებით გიორგი კიევის „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდში მიიყვანა, საიდანაც უკრაინის 20-წლამდე ნაკრებში მიიწვიეს.

წიტაიშვილი და მისი თანაგუნდელები 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ და ქართველი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. მან ფინალში სამხრეთ კორეასთან ბურთი გაიტანა, ტურნირზე გამართულ 5 მატჩში კი, საიდანაც 4 ძირითადში დაიწყო, თავი 1 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

ბევრმა უკრაინელმა მაშინ საწყენად მიიღო, მაგრამ 2021 წელს წიტაიშვილს ამაზე საერთოდ არ უდარდია და როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, არჩევანი თავისი სამშობლოს, საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა და ახლა ჩვენი მომავალი მეტოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში გიორგი წიტაიშვილმა 20 მატჩიდან ძირითად შემადგენლობაში 13 დაიწყო და თავი 1 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასითაც გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული მატჩი გველოდება, სახიფათო ფეხბურთელები ჰყავთ“ | ხოსელუ საქართველოზე
„რთული მატჩი გველოდება, სახიფათო ფეხბურთელები ჰყავთ“ | ხოსელუ საქართველოზე