ხოსელუ
Aa
Aa

„რთული მატჩი გველოდება, სახიფათო ფეხბურთელები ჰყავთ“ | ხოსელუ საქართველოზე

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ხოსელუმ საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. 34 წლის თავდამსხმელი „ჯვაროსნებს“ უფრთხის და აცხადებს, რომ მის გუნდს რთული თამაში ელოდება.

„საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოსთან გამართული მატჩისგან რადიკალურად განსხვავებული შეხვედრა გველოდება. სიკვდილ-სიცოცხლის თამაში იქნება. საქართველოს მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა და სწორი მენტალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ.

ვფიქრობ, ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან ძალიან სახიფათო ფეხბურთელები ჰყავთ, განსაკუთრებით კონტრშეტევებისას და მშვენივრად მოგვეხსენება, რა ძნელია ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში თამაში. ერთ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა ვართ ტურნირის იმ ეტაპზე, რომელზეც ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად უკეთ არიან მომზადებული, რადგან იციან, რომ წაგების შემთხვევაში, სახლში მოუწევთ წასვლა“.

შეგახსენებთ, რომ Opta-ს სუპერკომპიუტერი ფავორიტად „ფურია როხას“ მოიაზრებს და მისი ვარაუდით, საქართველოს ნაკრების შანსს 13,5 პროცენტით აფასებს, შესაბამისად ესპანეთის გამარჯვების შანსი 86,5 პროცენტით ფასდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო კარგი გუნდია, მაგრამ ერთი პრობლემაა“ | კრის სატონის პროგნოზი
„საქართველო კარგი გუნდია, მაგრამ ერთი პრობლემაა“ | კრის სატონის პროგნოზი