საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„ნებისმიერი მეტოქისთვის საფრთხეა“ | რას წერს The Guardian-ი საქართველო vs ესპანეთზე

The Guardian-მა ევრო 2024-ის მერვედფინალურ ეტაპს სტატია მიუძღვნა და თითოეულ წყვილზე დეტალურად ისაუბრა. ბრიტანულმა გამოცემამ საკუთარი ვარაუდებიც გაგვიზიარა და მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირს ესპანეთთან დაპირისპირებაში გამოეთიშება.

„ამ მომენტისთვის, ესპანეთი ალბათ, ევრო 2024-ის საუკეთესო გუნდია, საქართველო - ყველაზე სანახაობრივი. ფურია როხას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის დე ლა ფუენტეს დანიშვნას სკეპტიციზმი მოჰყვა, მაგრამ როგორც ვხედავთ, მან საფეხბურთო კულტურა შეცვალა. ევრო 2012-ის მოგების შემდეგ გამართულ 3 ტურნირში, ესპანეთის ნაკრები საუცხოო ტექნიკური უნარების მქონე გუნდი იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, უაზრო ბურთის ფლობა ახასიათებდა.

ევრო 2024-ზე, გარემარბების პოზიციაზე მოთამაშე ნიკო უილიამსისა და ლამინ იამალის წყალობით, ესპანეთი მეტოქის კარზე უფრო მეტადაა ორიენტირებული და ბევრად სახიფათო  გახდა. თუმცა, როგორც ჯგუფურ ეტაპზე გამოჩნდა, საქართველო ნებისმიერი მეტოქისთვის საფრთხეა და სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის წყალობით, შეუძლია, ესპანეთის ხაზებს უკან დარჩენილ სივრცეს შეუტიოს. ჯვაროსნებმა კიდევ ერთი შოკი რომ გამოიწვიონ, ამისთვის ალბათ გიორგი მამარდაშვილის მორიგი ფენომენალური მატჩი დასჭირდებათ“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

The Guardian-ი ესპანეთის ნაკრების გასვლას ვარაუდობს და თვლის, რომ მეოთხედფინალში „ფურია როხა“ გერმანიას დაუპირისპირდება. ბრიტანული გამოცემა მერვედფინალში სერიოზულ სენსაციებს არ ელოდება და ერთადერთი მოულოდნელობა შვეიცარიის გამარჯვება გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენზე ძლიერს ვერავის ვხედავ“ - ნიკო უილიამსი საქართველოსთან მატჩამდე
„ჩვენზე ძლიერს ვერავის ვხედავ“ - ნიკო უილიამსი საქართველოსთან მატჩამდე