ლაშა სალუქვაძე
Aa
Aa

სალუქვაძე: „საბერძნეთის შედეგი უნდა გავიმეოროთ“

ევრო 2024-ის მთავარი სენსაციის ავტორ საქართველოს ნაკრებზე სასაუბროდ სხვადასხვა ქვეყნის სპორტული გამოცემები წარსულში ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს ხშირად უკავშირდებიან და მათი ქვეყნის ეროვნული გუნდის თამაშის თაობაზე აზრის დაფიქსირებას სთხოვენ. ამჯერად კი მათი რესპოდენტი ლაშა სალუქვაძე აღმოჩნდა, რომელმაც საუბრის დასაწყისშივე საინტერესო პარალელი გაავლო.

რა თქვა სალუქვაძემ

იმედია საქართველოს ეროვნული გუნდი 2004 წელს საბერძნეთის ნაკრების მიერ ნაჩვენებ შედეგს გაიმეორებს და ევროპის ჩემპიონი გახდება. რატომაც არა? ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა საამისოდ საჭირო იქნება ისევე ბოლომდე დავიხარჯოთ, როგორც ეს პორტუგალიასთან გავაკეთეთ.

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მომეწონა. მან კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ მსოფლიო კლასის მოთამაშეა და ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლია.

ამპლუით ცენტრალური მცველი სალუქვაძე საკლუბო კარიერის მანძილზე სხვადასხვა დროს თბილისის „ლოკომოტივში“, თბილისის „დინამოში“, ყაზანის „რუბინში“, ნიჟნი-ნოვგოროდის „ვოლგაში“, გორის „დილაში“, ხაბაროვსკის „სკა-ენერგიასა“ და ბაქოს „ინტერში“ თამაშობდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2004-2015 წლებში გამართულ 38 შეხვედრაში კი თავი 1 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო ყველაზე ერთიანია“ - სტატია ქართველ ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებზე
„საქართველო ყველაზე ერთიანია“ - სტატია ქართველ ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებზე