ნიკო უილიამსი
Aa
Aa

„ჩვენზე ძლიერს ვერავის ვხედავ“ - ნიკო უილიამსი საქართველოსთან მატჩამდე

ტურნირის დაწყებამდე ამის თქმას ყველა ერიდებოდა, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებმა იმდენად შთამბეჭდავი შედეგები და თამაშის ხარისხი აჩვენა, რომ ყველამ ეს გუნდი ჩემპიონობის ფავორიტად შერაცხა. ამ მოსაზრებას ეთანხმება საქართველოს ეროვნული გუნდის მომავალი მეტოქის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ნიკო უილიამსი, რომელიც სამივე მატჩში გამორჩეული იყო, იტალიასთან კი მატჩის MVP-ის პრიზი მიიღო.

რა თქვა ნიკო უილიამსმა

მაქსიმალური ყურადღებით ვართ და თითოეულ შეხვედრას დიდი მობილიზებით ვეკიდებით. ვაანალიზებთ მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ყველაფერს ამის შემდეგ ვგეგმავთ.

არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მსურს, მაგრამ მიმდინარე ტურნირზე ვერ ვხედავ გუნდს, რომელსაც ესპანეთის ნაკრების დამარცხება შეუძლია. შეიძლება საფრანგეთს, ან ინგლისს უფრო ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავდეს, მაგრამ გუნდურობით ვერავინ გვაჯობებს.

უილიამსმა და მისმა თანაგუნდელებმა ჯგუფურ ეტაპზე გამართულ სამ შეხვედრაში მოწინააღმდეგებს ხუთი ბურთი გაუტანეს და თავად ერთიც არ გაუშვიათ. ესპანეთის ნაკრები ერთადერთია მონაწილეთა შორის, რომელმაც ტურნირის საწყის სტადიაზე 9 ქულა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა, მიქაუტაძე, კრიშტიანუ | ევროს მე-13 დღის გამორჩეული ფაქტები
კვარა, მიქაუტაძე, კრიშტიანუ | ევროს მე-13 დღის გამორჩეული ფაქტები