ლიონელ სკალონი, რიკარდო გარეკა
Aa
Aa

დისკვალიფიკაცია უცნაური მიზეზით - სკალონი დასაჯეს

დღეს, თბილისის დროით ღამის 4 საათზე, არგენტინა-პერუს შეხვედრა დაიწყება. მსოფლიოს ჩემპიონებისთვის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურს არანაირი სატურნირო დატვირთვა აღარ გააჩნია, რადგან მათ მეოთხედფინალის საგზური წინა მატჩში აღებული სამი ქულის წყალობით მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ალბისელესტეს დღევანდელ შეხვედრაში სერიოზული დანაკლისი აქვს.

უკვე ცნობილი იყო, რომ ლიონელ მესი თანაგუნდელებს მცირე ტრავმის გამო ვერ დაეხმარებოდა, ახლა კი გაირკვა, რომ არგენტინელებს სათადარიგო სკამიდან მთავარი მწვრთნელი ვერ უხელმძღვანელებს. ჩილელებთან გამართულ წინა ტურის შეხვედრაში, შესვენების შემდეგ გასახდელიდან გამოსვლა ლიონელ სკალონიმ თხუთმეტი წუთით დააგვიანა, რის გამოც ის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ხოლო ჯარიმის სახით 15 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. ანალოგიური სახის დაგვიანებისთვის პერუს ნაკრების დამრიგებელ რიკარდო გარეკასაც დისკვალიფიკაცია დაეკისრა და მის ნაცვლად ფეხბურთელებს მისი ასისტენტი უხელმძღვანელებს.

არგენტინელები და პერუელები დღეს ერთმანეთს მეცხრამეტედ შეხვდებიან -  წინა თვრამეტი დაპირისპირებიდან ცამეტი ალბისელეტეს გამარჯვებით დასრულდა, ოთხ შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა და პერუს გუნდმა მეტოქე მხოლოდ ერთხელ, 1997 წლის 21 ივნისს, 2:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი დაშავდა - კაპიტანს მესამე ტურში დაასვენებენ
მესი დაშავდა - კაპიტანს მესამე ტურში დაასვენებენ