მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ყველანი ვამაყობთ თქვენით“ | მერაბ დვალიშვილმა ნაკრებს მიმართა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ევრო 2024-ზე მოთამაშე ეროვნულ ნაკრებს მიმართა. "მანქანამ" "ჯვაროსნებს" მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

„მთელი საქართველო ვამაყობთ თქვენით ბიჭებო. მადლობა ყველაფრისთვის" - აღნიშნა დვალიშვილმა, რომელიც პორტუგალიასთან მოპოვებულ გამარჯვებას და მერვედფინალში გასვლას ქომაგებთან ერთად ზეიმობდა.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში საქართველოს მეტოქე ესპანეთია, OPTA-ს სუპერკომპიუტერი საქართველოს ნაკრების შანსს 13,5 პროცენტით აფასებს, შესაბამისად ესპანეთის გამარჯვების შანსი 86,5 პროცენტით ფასდება.

ცნობისთვის,  ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 30 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები