გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ევრო 2024: U23-ის სიმბოლური გუნდი | Whoscored-მა სამი ქართველი გამოარჩია

ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უცხოელი გულშემატკივრები გული მოიგო და ავტორიტეტული გამოცემების ყურადღების ცენტრში მოექცა.

გამოცემა WhoScored-მა 23-წლამდე ფეხბურთელებისგან ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც 3 ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

შემადგენლობა:

მამარდაშვილი, გეერტრუიდა, კალაფიორი, მენდეში, ჯუდ ბელინგემი, პედრი, ჯამალ მუსიალა, ნიკო უილიამსი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ამ მომენტისთვის 3 გოლით ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირია.

რაც შეეხება მამარდაშვილს, ის ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხოლო პორტუგალიასთან კარგი მშრალად შეინახა.

ხვიჩა კვარაცხელიამ კი პირველი ორი შედარებით სუსტი მატჩის შემდეგ, პორტუგალიასთან გაიბრწყინა და მეორე წუთზე გოლი გაიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მერვედფინალურ სტადიაზე ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს. აღნიშნული დაპირისპირება 30 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო ყველაზე ერთიანია“ - სტატია ქართველ ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებზე
„საქართველო ყველაზე ერთიანია“ - სტატია ქართველ ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებზე