ლამინ იამალი
Aa
Aa

იამალი ოლიმპიადაზე უარს ამბობს

ზაფხულის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე ფიფა და უეფა კლუბებს ვერ ავალდებულებს ფეხბურთელების ეროვნულ ნაკრებებში გაშვებას, რის გამოც ამ შეჯიბრებაზე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მოხვედრა მუდამ დიდ პრობლემას წარმოადგენს და იშვიათი მოვლენაა. ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობა უკვე გამოქვეყნდა, სადაც არც ლამინ იამალი და არც ნიკო უილიამსი არ არის შეყვანილი. ბუნებრივია, მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ მათი არყოფნის მიზეზებით, თუმცა კომენტარი ჯერჯერობით მხოლოდ „ბარსელონას“ ვუნდერკინდთან ჩაწერეს

რა თქვა იამალმა

ოლიმპიური თამაშები გრანდიოზული სპორტული მოვლენაა, სადაც ასპარეზობას ყოველთვის მოვასწრებ. რთული და მომქანცველი სეზონი მქონდა, რომელიც ახლაც გრძელდება და აქედან გამომდინარე, დასვენება და ძალების აღდგენა აუცილებელია.

„ბარსას“ ხელმძღვანელებმა მითხრეს, რომ თავად გადამეწყვიტა, მივიღებდი თუ არა ოლიმპიადაზე მონაწილეობას. მე კი გადავწყვიტე დავისვენო. წინ ხანგრძლივი კარიერა მელოდება და არ მსურს არასწორი ნაბიჯების გამო, გადავიტვირთო და ჩემს ფიზიკურ მზაობას რაიმე როდესმე დაემუქროს.

იამალი ამჟამად ესპანეთის ნაკრებთან ერთად საქართველოსთან მერვედფინალისთვის ემზადება. მან ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში ითამაშა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი: „კვარა მთელ ესპანეთის ნაკრებს სჯობს“
მამარდაშვილი: „კვარა მთელ ესპანეთის ნაკრებს სჯობს“