მარკო როსი, დანი მაკელი
Aa
Aa

სასჯელი ნიდერლანდელი არბიტრისთვის - მაკელი ევრო 2024-ზე აღარ იმსაჯებს

უეფას ხელმძღვანელებმა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მომუშავე არბიტრებს შორის პირველი და უმკაცრესი გადაწყვეტილება დანი მაკელის წინააღმდეგ მიიღეს. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დღეს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ნიდერლანდელი მსაჯისთვის კონტინენტის პირველობა დასრულებულია და ის არც ერთ თამაშს აღარ მოემსახურება.

მაკელისთვის საბედისწერო ხორვატია - იტალიის შეხვედრა გამოდგა, რომლის ძირითად დროს მან 8 წუთი დაამატა და იტალიელებმა უკანასკნელ წამებში შეძლეს წონასწორობის აღდგენა, რის წყალობითაც ისინი მერვედფინალში გავიდნენ, „სკუადრა აძურას“ მეტოქე კი კონტინენტის პირველობას გამოეთიშა. მომხდარში ხორვატმა ფანებმა პირველ რიგში სწორედ ნიდერლანდელი დაადანაშულეს და სოციალურ ქსელში ნამდვილი ობსტრუქცია მოუწყვეს, რის გამოც არბიტრს თავისი ექაუნთის გაუქმებაც მოუწია.

სერიოზული შენიშვნები ჰქონდა მისი მისამართით მეორე ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ უნგრეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ მარკო როსისაც, რომელმაც მაკელი პირდაპირ მიკერძოებაში დაადანაშაულა.

უეფას გადაწყვეტილებაზე თემიდის მსახურს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია და როდის დააბრუნებენ მას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეგიდით გასამართ მატჩებზე, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩხუბი და ბულინგი მსაჯის მიმართ - ხორვატები კრახს ვერ ეგუებიან
ჩხუბი და ბულინგი მსაჯის მიმართ - ხორვატები კრახს ვერ ეგუებიან