გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მამარდაშვილი: „კვარა მთელ ესპანეთის ნაკრებს სჯობს“

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ფეხბურთელების მსგავსად, საქართველოს ნაკრების წევრებზე ინფორმაციას ესპანური სპორტული მედიაც აგროვებს. თუმცა, ისინი თუ ვინმეს იცნობენ კარგად, ეს პირველ რიგში გიორგი მამარდაშვილია. წლებია 23 წლის ქართველი მეკარე, რომელიც თავის დროზე „ვალენსიამ“ თბილისის „ლოკომოტივიდან“ სულ რაღაც 850 ათას ევროდ დაიმატა, ლა ლიგაში სტაბილურად მაღალ დონეზე გამოდის. მამარდამ ესპანეთი - საქართველოს მატჩის შესახებ საკუთარი მოლოდინზე ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან ისაუბრა

რა თქვა მამარდაშვილმა

ხვიჩა მთელ ესპანეთის ნაკრებს სჯობს. მე გადაჭრით არ ვამბობ რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ერთ რამეს გპირდებით - ესპანელებს უამრავ თავსატეხს გავუჩენთ და ეს მიუხედავად იმისა, რომ „ფურია როხა“ მიმდინარე ტურნირის მთავარ ფავორიტად ითვლება.

რომელია ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩემი საუკეთესო სეივი? შემდეგი, ანუ ის, რომელსაც ესპანეთთან მატჩში შევასრულებ

.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ევროპის მიმდინარე პირველობის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ის ჩეხეთთან (1:1) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და მოგერიებული ბურთების რაოდენობით მეკარეებს შორის ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრიმალდო: „ხვიჩა ეიფორიაში იყო“
გრიმალდო: „ხვიჩა ეიფორიაში იყო“