ოქრიაშვილის და ლომინაძის გოლები - დინამომ იბერია 1999 დაამარცხა და ფინალში გავიდა
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერ თასის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
იბერია 1999 თბილისის დინამოს დაუპირისპირდა. ფელდჰოფერის შეგირდებმა თორნიკე ოქრიაშვილის და ნოდარ ლომინაძის გოლებით 2:0 გაიმარჯვეს.
პირველმა ტაიმმა მეტნაკლებად თანაბარ პირობებში ჩაიარა და გუნდებმა მომენტები გაცვალეს. მეორე ნახევარში, იბერია 1999 ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა და წააგო.
მატჩში საბოლოო წერტილი 22 წლის ნოდარ ლომინაძემ დასვა, რომელმაც იბერია 1999-ს მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გაუტანა.
ცნობისთვის, თბილისის დინამო სუპერ თასის ფინალში ქუთაისის ტორპედოსა და დინამო ბათუმს შორის გამარჯვებულს შეხვდება.