ხვიჩა კვარაცხელია, ალექს გრიმალდო
Aa
Aa

გრიმალდო: „ხვიჩა ეიფორიაში იყო“

პორტუგალიასთან (2:0) ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ქართველების მომდევნო მოწინააღმდეგე ესპანეთის ეროვნული გუნდია, რომლის მარცხენა მცველს ალექს გრიმალდოს კვარას სიტყვებზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

რა თქვა გრიმალდომ

კვარაცხელია პორტუგალიელებთან მოგებით ეიფორიაში იყო და ეს ამიტომაც თქვა, რაც ჩემთვის სრულიად გასაგებია. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - თუ სრული კონცენტრაციით ვითამაშებთ, დამაჯერებელი მატჩის ჩატარება შეგვეძლება.

გერმანიაში მე და ჩემი თანაგუნდელები ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად ვართ ჩამოსულები და ამას შეჯიბრების დაწყებამდეც ვამბობდით, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ მაშინ ჩვენი არავის სჯეროდა, ახლა კი ფავორიტები ვართ.

გრიმალდო გასულ სეზონში ჩაბი ალონსოს ფენომენალური „ლევერკუზენის“ საკვანძო ფიგურა გახლდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაკრების ძირითადის წევრი არ არის და მარკ კუკურელიას დუბლიორად ითვლება. რაც შეეხება კვარას, მან პორტუგალიასთან მატჩში გოლის გატანით საქართველოს ნაკრებში 4-მატჩიანი მშრალი სერია დაასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა, მიქაუტაძე, კრიშტიანუ | ევროს მე-13 დღის გამორჩეული ფაქტები
კვარა, მიქაუტაძე, კრიშტიანუ | ევროს მე-13 დღის გამორჩეული ფაქტები